ადვოკატი - ლაშა ცანავას შესთავაზეს თანხა, რომ ე.წ. აგენტი გამხდარიყო და ლევან ხაბეიშვილი სად, რატომ და როგორ გადაადგილდებოდა, ყველა ინფორმაცია სუს-თან მიეტანა

ადვოკატი - ლაშა ცანავას შესთავაზეს თანხა, რომ ე.წ. აგენტი გამხდარიყო და ლევან ხაბეიშვილი სად, რატომ და როგორ გადაადგილდებოდა, ყველა ინფორმაცია სუს-თან მიეტანა

14 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 383

ლაშა ცანავას შესთავაზეს თანხა, რომ ყველა ინფორმაცია სუს-თან მიეტანა, ე.წ. აგენტი გამხდარიყო და ლევან ხაბეიშვილი სად, რატომ, როგორ გადაადგილდებოდა, ეთქვა, - ამის შესახებ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის საქმეზე დაკავებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ცანავას ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ცანავა დააკავეს, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მისი გადაბირება არ გამოუვიდა.

„ლაშა ცანავას პატიმრობას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა, რადგან არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა. ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, „შეკერილი“ და დღეს ლაშა ცანავამ თქვა, უნდოდათ, რომ ლევან ხაბეიშვილზე რამენაირად ზეწოლა მოეხდინათ. მას შესთავაზეს თანხა, რომ ყველა ინფორმაცია სუს-თან მიეტანა, ე.წ. აგენტი გამხდარიყო და ლევან ხაბეიშვილი სად, რატომ, როგორ გადაადგილდება ეთქვა. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ლევან ხაბეიშვილის ეშინიათ, მაგრამ ლაშა ცანავამ არ აიღო თანხა, არ აიღო მატერიალური სარგებელი, რასაც სუს-ი სთავაზობდა, ის არის ადამიანი, რომელმაც არ გაყიდა ძმაკაცი, მან რაინდული საქციელი ჩაიდინა. დღეს სუს-მა და პროკურატურამ კი გამოკეტა.

ორი მაღალი თანამდებობის პირის შეთავაზება პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და პროკურატურა ამით უნდა დაინტერესდეს. უნდოდათ ხაბეიშვილზე რამენაირად ზემოქმედება მოეხდინათ, დაეჭირათ, აინტერესებდათ ხაბეიშვილი, როგორ, ვისთან ერთად გადაადგილდება, ამის გამო უდანაშაულო ლაშა ცანავა დააკავეს, საქმე „შეუკერეს“, უნდოდათ გადაებირებინათ, შესთავაზეს ფული, სარგებელი, მაგრამ ლაშა ცანავამ, რა თქმა უნდა, უარი განაცხადა და ის დააკავეს.“, - განაცხადა ტყეშელაძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე