მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ცანავას დაკავება „არის ლევან ხაბეიშვილის გაფრთხილება, რასაც მოჰყვება პარტიის ლიდერების დაპატიმრებები“. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
„ვარდების რევოლუციამ“ დაამხო ივანიშვილის მსგავსი კრიმინალური სინდიკატის რეჟიმი თბილისში და ბათუმში. „ვარდების რევოლუცია“ დღეს მსოფლიოში არის ჩვენი ბრენდი, ესენი კი დღესაც რევოლუციით აშინებენ ხალხს?
რამდენიმე ხსნის წინ მე გაფრთხილებდით, რომ დაიწყებოდა შეტევა „ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე, რისი მოწმეც უკვე გავხდით, დააკავეს ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ცანავა, რომელიც ეხმარებოდა ლევან ხაბეიშვილს სხვადასხვა საქმეების გამოძიებაში. ეს არის ლევან ხაბეიშვილის გაფრთხილება, რასაც მოჰყვება პარტიის ლიდერების დაპატიმრებები“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.