ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სიტუაცია საქართველოში უფრო და უფრო რთული ხდება - ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდითაა

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სიტუაცია საქართველოში უფრო და უფრო რთული ხდება - ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდითაა

7 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 190

სამწუხაროდ, სიტუაცია საქართველოში უფრო და უფრო რთული ხდება, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებისა და ქვეყნის თავისუფალი ხალხისთვის, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ბრიუსელში, „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„ევროპა ყოველთვის ხალხის მხარესაა და მხარს უჭერს დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული გზის მიმართ მათ სურვილს. ასე რომ, ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდითაა”, - აღნიშნა ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე