„ფორმულა“ - ჟურნალისტების დევნას განვიხილავთ შეტევად დამოუკიდებელ მედიაზე, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა - მოვუწოდებთ საერთაშორისო მეგობრებს ქმედითი მხარდაჭერისკენ, რათა რეჟიმმა ფასი გადაიხადოს

„ფორმულა“ - ჟურნალისტების დევნას განვიხილავთ შეტევად დამოუკიდებელ მედიაზე, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა - მოვუწოდებთ საერთაშორისო მეგობრებს ქმედითი მხარდაჭერისკენ, რათა რეჟიმმა ფასი გადაიხადოს

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 120

მოვითხოვთ ქეთა ციცქიშვილის გათავისუფლებას, ასევე, მოვუწოდებთ საერთაშორისო მეგობრებს ქმედითი მხარდაჭერისკენ, რათა რეჟიმმა კრიტიკული მედიის დევნისთვის შესაბამისი პოლიტიკური ფასი გადაიხადოს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილის დაკავების შემდეგ გაავრცელეს.

მათი თქმით, ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავება, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ შეტევად განიხილება.

„დღეს, 20 ოქტომბერს, რეჟიმის პოლიციამ დააკავა „ფორმულას“ კიდევ ერთი წამყვანი, ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი. მიზეზი, სავარაუდოდ, აქციაში მონაწილეობაა. გუშინ რეჟიმის სასამართლომ ანალოგიური საბაბით 6 დღით საპატიმროში ჩასვა „ფორმულას“ წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია.

„ფორმულა“ ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა.

მოვითხოვთ ქეთა ციცქიშვილის გათავისუფლებას, ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო მეგობრებს ქმედითი მხარდაჭერისკენ, რათა რეჟიმმა კრიტიკული მედიის დევნისთვის შესაბამისი პოლიტიკური ფასი გადაიხადოს. მიუხედავად მძიმე სამუშაო პირობებისა, „ფორმულა“ განაგრძობს თავისუფალი სიტყვის დაცვას“,- ნათქვამია განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე