სამართალდამცავებმა სომხეთის ქალაქ გიუმრის მერი დააკავეს და მერიის შენობიდან გაიყვანეს, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მანამდე, პოლიციასა და მერიის შენობასთან მერის მხარდასაჭერად შეკრებილ მოქალაქეებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
ცნობისთვის, სომხეთის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ღუქასიანი და მერიის რამდენიმე თანამშრომელი ქრთამის აღებაში არიან ეჭვმიტანილები.