“ფორმულას“ თანამშრომელმა, ცირა ჟვანიამ მცხეთის იზოლატორი დატოვა

“ფორმულას“ თანამშრომელმა, ცირა ჟვანიამ მცხეთის იზოლატორი დატოვა

31-10-2025 17:36
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 621

ტელეკომპანია “ფორმულას“ კიდევ ერთმა თანამშრომელმა იზოლატორი დატოვა. ცირა ჟვანია მცხეთის საპატიმროდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა.

ახლაგაზრდა აქტვისტი სამართალდამრღვევად რუსთაველის გამზირზე დგომის და გზის გადაკეტვის გამო გამოაცხადეს. მას 10 - დღიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ცირა ჟვანიას იზოლატორთან მისი მეგობრები და მხარდამჭერები დახვდნენ.

საბრძოლო განწყობა რა თქმა უნდა ისევ გვაქვს, უბრალოდ, ჩემი აზრით, იმ ადამიანებმა, რომლებიც გზის გადაკეტვსი გამო უკვე ციხეში ვისხედით და ახლა ვართ უკვე იმ საფრთხის წინაშე, რომ კიდევ ერთხელ გადაკეტვის შემთხვევაში ერთი წლით ჩავჯდეთ ციხეში, ჩემი აზრით, რაღაც ახალი უნდა მოვიფიქროთ, რომ ეს საფრთხე რამენაირად თავიდან ავირიდოთ. მთავარი არის ის, რომ პროტესტი გაგრძელდეს და სანამ ბიჭები არ გამოვლენ გარეთ, ამანმდე ყველანი ვიყოთ ერთად", - თქვა ცირა ჟვანიამ.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე