პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა მამაკაცს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, სიღნაღში, სანადირო თოფიდან ორ ადამიანს ესროლა და მათ შორის ერთი ადგილზე გარდაიცვალა

პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა მამაკაცს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, სიღნაღში, სანადირო თოფიდან ორ ადამიანს ესროლა და მათ შორის ერთი ადგილზე გარდაიცვალა

7 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 217

საქართველოს პროკურატურამ სიღნაღის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ოქტომბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში, ბრალდებულმა სანადირო თოფიდან ორ პირს ესროლა. სროლის შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორეს გადარჩენა დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის კუთვნილი სადგომის ჩხრეკის შედეგად ბრალდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტი ამოიღეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის და ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე