გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.  „ალიანსი, რომელიც ჩვენმა ორმა ერმა საუკუნეების განმავლობაში ააშენა - და რომლისთვისაც ჩვენ ღრმად მადლიერები ვართ ამერიკელი ხალხის - ნამდვილად უნიკალურია“, - აღნიშნა მეფე ჩარლზმა. მან უკრაინის მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და „უკრაინასა და მის მამაც ხალხთან“ დაკავშირებით ურყევი გადაწყვეტილების მოწოდებით გამოვიდა.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 35

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„ალიანსი, რომელიც ჩვენმა ორმა ერმა საუკუნეების განმავლობაში ააშენა - და რომლისთვისაც ჩვენ ღრმად მადლიერები ვართ ამერიკელი ხალხის - ნამდვილად უნიკალურია“, - აღნიშნა მეფე ჩარლზმა.

მისი თქმით, „ამერიკასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ნათესაური და იდენტური კავშირი ფასდაუდებელი და მარადიული. ის შეუცვლელი და დაურღვეველია“.

მან უკრაინის მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და „უკრაინასა და მის მამაც ხალხთან“ დაკავშირებით ურყევი გადაწყვეტილების მოწოდებით გამოვიდა.

“11 სექტემბრის შემდეგ, როდესაც ნატო-მ პირველად გამოიყენა მეხუთე მუხლი, ჩვენ ერთად ვუპასუხეთ მოწოდებას, როგორც ეს ჩვენი ხალხი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში აკეთებდა, მხარდამხარ ორი მსოფლიო ომის, ცივი ომის, ავღანეთის და იმ მომენტების განმავლობაში, რომლებმაც განსაზღვრა ჩვენი საერთო უსაფრთხოება. დღეს იგივე ურყევი გადაწყვეტილებაა საჭირო უკრაინისა და მისი ყველაზე მამაცი ხალხის დასაცავად. ეს აუცილებელია ჭეშმარიტად სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად”, - აღნიშნა მეფე ჩარლზ III-მ.

მეფე ჩარლზი კონგრესის ორივე პალატის ერთობლივი სხდომის წინაშე სიტყვით აშშ-ში ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გამოვიდა. მეფე ჩარლზი და მისი მეუღლე, დედოფალი კამილა აშშ-ში გუშინ, დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, ჩავიდნენ.

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა დასაშვებია. მან არ იცის, რას ლაპარაკობს! - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.  მისი მტკიცებით, ირანს რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეს, მთელი მსოფლიო მძევლად იქნებოდა აყვანილი.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის წითელ მოედანზე 9 მაისს დაგეგმილ აღლუმზე სამხედრო ტექნიკის კოლონები და სამხედრო კურსანტები არ იქნებიან წარმოდგენილები, - ინფორმაციას BBC-ი რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, სამხედრო ტექნიკის კოლონა აღლუმში მონაწილეობას „არსებული ოპერატიული სიტუაციის“ გამო არ მიიღებს. BBC-ი წერს, რომ ეს პირველი შემთხვევაა 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, როცა სამხედრო ტექნიკა წითელ მოედანზე გამართულ აღლუმში 9 მაისს მონაწილეობას არ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

31 წუთის წინ

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე