გაიზარდა თუ არა ტარიფები?

გაიზარდა თუ არა ტარიფები?

10-03-2023 06:05
კატეგორიები: ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6 პროცენტით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ წლიურად იმ პროდუქტებს შორის, რომელთა ფასიც ყველაზე მეტად გაიზარდა კომუნალური გადასახადებიც ხვდება. მეტიც, კომბოსტოს შემდეგ, რომელიც თითქმის 200%-ით გაძვირდა, სწორედ აღნიშნული გადასახადები არის ყველაზე მეტად გაძვირებული. (ცნობისათვის, კომუნალურებზე ტარიფები 2021 წლის იანვრიდან გაიზარდა, მონაცემები კი შედარებულია 2020 წლის დეკემბერთან. 2021 წლის ინფლაციის მაჩვენებელი სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ჯერ გამოქვეყნებული არ აქვს).

კერძოდ, 2021 წლის დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით:

  • წყლის გადასახდელი – 77,4%-ით;
  • ბუნებრივი გაზის გადასახდელი – 76,6%-ით;
  • ელექტროენერგიის გადასახდელი – 65,6%-ით;
  • ნაგვის გატანის გადასახდელი – 58,1%-ით არის გაზრდილი.

პოსტი ნახა: 246


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!