გალში თურქეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს - ისინი საქართველოდან გაქცევას ცდილობდნენ

გალში თურქეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს - ისინი საქართველოდან გაქცევას ცდილობდნენ

17 საათის წინ
კატეგორიები: რეგიონი
პოსტი ნახა: 280

ოკუპირებული გალის რაიონში საოკუპაციო რეჟიმმა თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ "ეხო კავკაზა" ავრცელებს.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით,   გამოვლინდა "სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის არხი" და დააკავეს  უცხო ქვეყნის მოქალაქეების ორი ჯგუფი.

"ერთ ჯგუფში ორი თურქეთის მოქალაქეა: 1997 წელს დაბადებული სელჩუკ გურენი, რომელიც, ოპერატიული მონაცემების თანახმად, ინტერპოლის მეშვეობით საერთაშორისო ძებნის ქვეშაა თურქეთში ადრე ჩადენილი შეკვეთით მკვლელობისთვის და 2001 წელს დაბადებული დოგან ბერსანი, რომელიც ასევე მკვლელობისა და ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის იძებნება", - ნათქვამია განცხადებაში.

დეპარტამენტის ცნობით, 26 მაისს დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქეები: აზიზოვი ჰასან ეთიბარ ოღლუ, დაბადებული 1974 წელს და თაჰმაზლი ნამაზ თაჰმაზ ოღლუ, დაბადებული 1990 წელს.

ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, "საქართველოს ტერიტორიაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, მათ სცადეს დამალვა აფხაზეთის ტერიტორიაზე".

აზერბაიჯანის მოქალაქეებისგან განსხვავებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ აკონკრეტებს, სად და რა მიზნით გადაადგილდებოდნენ თურქეთის მოქალაქეები.

თბილისში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უცხოელი მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე