გამჭვირვალობის კანონი შეიძლება საერთოდ აღარ დაგვჭირდეს - მამუკა მდინარაძე ტრამპის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საგარეო დახმარების პროგრამები 90 დღით შეაჩერა

გამჭვირვალობის კანონი შეიძლება საერთოდ აღარ დაგვჭირდეს - მამუკა მდინარაძე ტრამპის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საგარეო დახმარების პროგრამები 90 დღით შეაჩერა

3 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

შეიძლება „გამჭვირვალობის კანონი" საერთოდ აღარ დაგვჭირდეს. ანუ ამით ისიც კი დადასტურდა, რომ „გამჭვირვალობის კანონი" არათუ უბრალოდ კარგი იყო, არამედ იყო აუცილებელი. ტრამპის ერთ-ერთმა პირველმა გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა. ეძახონ ახლა რუსული ტრამპის გადაწყვეტილებასაც, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

„ეს გადაწყვეტილება იქონიებს შემდეგ გავლენას - შეიძლება გამჭვირვალობის კანონი საერთოდ აღარ დაგვჭირდეს. ანუ ამით ისიც კი დადასტურდა, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ არათუ უბრალოდ კარგი იყო, არამედ აუცილებელი იყო. ტრამპის ერთ-ერთმა პირველმა გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა. ეძახონ ახლა რუსული ტრამპის გადაწყვეტილებასაც. როგორ სიცრუეში აცხოვრებდნენ ხალხს, პასუხი აგოს სიცრუის გამავრცელებელმა თითოეულმა ადამიანმა ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მდინარაძემ.

აშშ-ის საგარეო განვითარების დახმარება 90 დღით შეჩერდება, აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან პროგრამული ეფექტიანობის და თანამიმდევრულობის შესაფასებლად/გადასახედად - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელსაც ხელს დონალდ ტრამპი აწერს.

პოსტი ნახა: 80


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!