პროკურატურამ პოლიციელების სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ პოლიციელების სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

3 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი

საქართველოს პროკურატურამ პოლიციელების სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 იანვარს, ღამის საათებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება ქ. ბათუმში, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთან დაკავშირებით. შეტყობინების საფუძველზე, ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სამი პატრულ-ინსპექტორი გამოცხადდა. ბრალდებული პოლიციელებს სიცოცხლის მოსპობის მიზნით, მოულოდნელად,დანით თავს დაესხა და სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული 21 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სიცოცხლის მოსპობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების და სტაციონარულ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

პოსტი ნახა: 52


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!