განზრახ მკვლელობის მცდელობა- დაკავებულია პატრულის თანამშრომელი

განზრახ მკვლელობის მცდელობა- დაკავებულია პატრულის თანამშრომელი

4 საათის წინ
კატეგორიები: რეგიონი სამართალი
პოსტი ნახა: 208

საქართველოს პროკურატურის გავრცელებული ინფორმაციით, თელავის რაიონის სოფელ რუისპირში,მოხდარი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაკავებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ბ.გ.

“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება დაწყებულია სსკ 19-108 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ამ ეტაპზე გამოძიებისთვის ცნობილია,რომ პატრულ ინსპექტორმა დანაშაული არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს,პირად საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა და იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში.

დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება.

საქმეზე გამოძიება გრძელდება, რომლის შედეგების თაობაზეც საზოგადოების ინფორმირება დამატებით მოხდება”,_ აცხადებს პროკურატურა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე