თინა ბოკუჩავა ვლადიმერ კარა-მურზას შეხვდა

თინა ბოკუჩავა ვლადიმერ კარა-მურზას შეხვდა

3 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 108

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ვლადიმერ კარა-მურზას და მის მეუღლეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

„ორმხრივი შეხვედრის დროს, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე და კონკრეტულ ნაბიჯებზე, რაც უნდა გადაიდგას ამ მიზნის მისაღწევად, ისევე, როგორც ახალი, თავისუფალი სამართლიანი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე. ივანიშვილის რუსული რეჟიმი სულ უფრო და უფრო ემსგავსება პუტინის რუსეთს, რაც პირადად აქვს გამოცდილი ვლადიმერ კარა-მურზას რუსეთში. რუსული რეჟიმი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას და საქართველო დაუბრუნდეს ევროპული და დემოკრატიული განვითარების გზას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე