ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, აშშ ისრაელში 200 ჯარისკაცს გაგზავნის, რათა შეთანხმების შესრულება გააკონტროლონ

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, აშშ ისრაელში 200 ჯარისკაცს გაგზავნის, რათა შეთანხმების შესრულება გააკონტროლონ

4 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 149

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, აშშ ისრაელში 200 ჯარისკაცს გაგზავნის, რათა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება გააკონტროლონ. ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.

გამოცემის ანგარიშების თანახმად, აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ისრაელში „სამოქალაქო-სამხედრო კოორდინაციის ცენტრს“ შექმნის, რათა ჰუმანიტარული დახმარების, ლოგისტიკური და უსაფრთხოების დახმარების ორგანიზებაში დაეხმაროს.

ამასთან, „როიტერის“ ცნობით, აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირის ინფორმაციით, უშუალოდ ღაზაში არცერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ განლაგდება და ისინი ვითარებას ისრაელის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გააკონტროლებენ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე