„ბრალდებულები იყენებენ დუმილის უფლებას. დუმილის უფლების გამოყენება ნიშნავს, რომ ისინი არ აღიარებენ დანაშაულს. საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება არ წარმოებს და არც არასდროს ყოფილა მსგავსი მოლაპარაკება ჩვენს შორის.
იმდენად, რამდენადაც, როდესაც ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს, ეს გამორიცხავს რაიმე მოლაპარაკების არსებობას მხარეებს შორის. აქ აუცილებელი გასათვალისწინებელია დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიცია. თუ დაზარალებულის უფლებამონაცვლე წინააღმდეგია რაიმე სახის მოლაპარაკებაზე, უალტერნატივოდ ვიზიარებთ მის პოზიციას, გამოვრიცხავთ რაიმე სახის დათმობას ან შეთანხმებას ბრალთან ან სასჯელთან დაკავშირებით“,- აღნიშნავს პროკურორი.