💬"ამას ადასტურებს ანი ნასყიდაშვილსა და ალექსანდრე გაბაშვილს შორის დანაშაულის წინა დღეს და ორი დღით ადრე არსებული მიმოწერები, სადაც ანი ნასყიდაშვილი პირდაპირ ეუბნება გაბაშვილს, რომ წინასწარ ეცოდება და წარმოუდგენია, თუ რას დამართებენ გიგა ავალიანს თავდასხმის შემთხვევაში ბრალდებულები. ცინიკურად, ვითომ თანაგრძნობასაც კი გამოხატავდა მომავალ მსხვერპლთან გიგა ავალიანთან დაკავშირებით.
ტაქსის მძღოლმა ჩვენებაში გვითხრა, რომ როდესაც შემთხვევის ადგილიდან გარბოდნენ რიკაძე და გაბაშვილი, მათ ტაქსიში ისაუბრეს მომხდარზე. ერთი ბრალდებული მეორეს ეუბნებოდა ანისთვის დაერეკა და მოეყოლა ამასთან დაკავშირებით, წასულიყვნენ ანისთან სანახავად. მომხდარის შემდეგ ანგარიში ჩააბარეს ანი ნასყიდაშვილს“, - აღნიშნავს პროკურორი.
💬 "ანი ნასყიდაშვილმა ზუსტად იცოდა, რომ მზადდებოდა დანაშაული. ნასყიდაშვილი პირდაპირ ეუბნება ალექსანდრე გაბაშვილს, რომ წინასწარ ეცოდება და წარმოუდგენია, თუ რას დამართებენ გიგა ავალიანს" - აცხადებს გიგა ავალიანის საქმის პროკურორი, ქეთევან სონიძე
15-04-2026 15:44
კატეგორიები:
სამართალი
პოსტი ნახა: 224
წინა ახალი ამბავი
გიგა ავალიანის საქმის პროკურორის განცხადებით, ანი ნასყიდაშვილთან და დემეტრე ჩიქოვანთან საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს
შემდეგი ახალი ამბავი
რუსულმა ძალებმა კიევს რაკეტებით შეუტიეს, რის შედეგადაც ერთი ბავშვი და ერთი ქალი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „მტრის მიერ დედაქალაქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა - 12 წლის ბიჭი და 35 წლის ქალი“, - განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ. ამასთან, კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, დაშავებულია 18 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის რამდენიმე მედიკოსიცაა.