რუსულმა ძალებმა კიევს რაკეტებით შეუტიეს, რის შედეგადაც ერთი ბავშვი და ერთი ქალი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მტრის მიერ დედაქალაქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა - 12 წლის ბიჭი და 35 წლის ქალი“, - განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.
ამასთან, კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, დაშავებულია 18 ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის რამდენიმე მედიკოსიცაა.
ამასთან, რუსებმა შეტევა განახორციელეს დნიპროზეც, რამაც ხანძარი გამოიწვია. დაიღუპა ორი ადამიანი და 27 დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში საცხოვრებელი შენობები, ავტოფარეხები და ავტომობილები იწვის. დაზიანდა საგანმანათლებლო დაწესებულება.