გიგი უგულავას სასამართლომ 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

გიგი უგულავას სასამართლომ 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

12-02-2025 15:13
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 905

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, უგულავას ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

სასამართლო პროცესს გიგი უგულავა არ დასწრებია.

ცნობისთვის, გიგი უგულავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ. კერძოდ კი იმას, რომ ის 17 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე