„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისია ხვალ პირველ სხდომას გამართავს

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისია ხვალ პირველ სხდომას გამართავს

12-02-2025 14:21
კატეგორიები: პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის მიზნად განსაზღვრულია 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლა, ხვალ პირველ სხდომას გამართავს.

დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა საორგანიზაციო ხასიათის იქნება - სხდომაზე აირჩევენ კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის მდივანს და კომისიის დებულებას დაამტკიცებენ.

ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ კომისიაში თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური და პაატა სალია წარადგინა.

საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსით, კომისიაში იქნებიან „ხალხის ძალის“ წევრები სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი, ხოლო „ევროპელი სოციალისტებიდან“ - ილია ინჯია.

საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა სულ ათი წევრით არის განსაზღვრული. კომისიაში ორი ადგილი ვაკანტური რჩება და ის განკუთვნილია პარტია „გახარია საქართველოსთვის" წევრებისათვის.

არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო კომისია ექვსი თვე იმუშავებს.

პოსტი ნახა: 130


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!