გიორგი ბაჩიაშვილი „მტკვარი ჰესის“ საქმეზე - ჩემთვის გაუგებარია, რა დავაშავე - რაში ვიყავი გულგრილი, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და სახელმწიფოს რა ზიანი მიადგა?

გიორგი ბაჩიაშვილი „მტკვარი ჰესის“ საქმეზე - ჩემთვის გაუგებარია, რა დავაშავე - რაში ვიყავი გულგრილი, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და სახელმწიფოს რა ზიანი მიადგა?

5 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 196

ჩემთვის გაუგებარია, ერთი რა დავაშავე, - ამის შესახებ "მტკვარი ჰესის" საქმეზე ბრალდებულმა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, მსჯავრდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა.

მან სასამართლო პროცესზე, სადაც ამ წუთებში საქმის არსებითად გადაცემაზე მსჯელობენ, კითხვით მიმართა მოსამართლესა და პროკურორს.

"რაში ვიყავი გულგრილი, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია? მეორე მუხლი - სახელმწიფოს რა ზიანი გამოიწვია - კერძო პროექტი იყო. ბატონო მოსამართლე, პროკურორო, განმიმარტეთ, რატომ ვზივარ ამ დარბაზში, რატომ ვიმყოფები აქ?",- განაცხადა ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის" საქმეზე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე