დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე მსჯავრდებული გიორგი ჩიკვაიძის ინფორმაციით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელზე, გიორგი ბაჩიაშვილზე, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, თავდასხმა იგეგმება.
ამის შესახებ ინფორმაციას ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მაქვს ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილზე იგეგმება თავდასხმა უახლოეს დღეებში და მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, მოახდინოს აღნიშნულის პრევენცია“,- აღნიშნავს ჩიკვაიძე.