გიორგი ჩხეიძეს, რომელიც სასამართლოს ეზოში დააკავეს, 4 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

გიორგი ჩხეიძეს, რომელიც სასამართლოს ეზოში დააკავეს, 4 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

9 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი

გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ჩხეიძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა მიიღო.

მან გიორგი ჩხეიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის, მეორე ნაწილში გაამტყუნა და მას 4000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

ცნობისთვის, გიორგი ჩხეიძე გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის შეურაცხყოფის ბრალდებით, მაშინ დააკავეს, როდესაც გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი "კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის საქმეზე დაიკითხა და სასამართლოს ტოვებდა.

პოსტი ნახა: 262


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე