სახალხო დამცველი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა

სახალხო დამცველი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა

24-04-2025 19:35
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 792

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, იოსელიანი პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა განთავსების პირობებს გაეცნო და დაათვალიერა ინფრასტრუქტურა, სველი წერტილები, საცხოვრებელი და საერთო სივრცეები.

“2025 წლის 24 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსთავის N17 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდადებულებს, მათ შორის, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდადებულებს შეხვდა.

სახალხო დამცველი პატიმართა განთავსების პირობებთან დაკავშირებით ესაუბრა დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას; დაათვალიერა ინფრასტრუქტურა, სველი წერტილები, საცხოვრებელი და საერთო სივრცეები. ასევე, გაეცნო დაწესებულების ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარე მშენებლობის მდგომარეობას.

სახალხო დამცველი მუდმივად ახორციელებს პენიტენციურ სისტემაში პატიმართა უფლებების დაცვის მდგომარეობის ზედამხედველობას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე