უმართავი ქაოსი და განუკითხაობა შეგვეხება ყველას, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის საქმეს ეხმაურება.
როგორ გახარია აღნიშნავს, მხოლოდ გონიერი მოქმედებით და სიმართლით გავიყვანთ საქართველოს სამშვიდობოს.
„უმართავი ქაოსი და განუკითხაობა შეგვეხება ყველას. სისხლიანი გარჩევები - ხალხისთვის მოპარული ფულის განაწილებისთვის. მხოლოდ გონიერი მოქმედებით და სიმართლით გავიყვანთ საქართველოს სამშვიდობოს“,- წერს გახარია სოციალურ ქსელში.