გლდანში, 80 წლამდე ქალის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გლდანში, 80 წლამდე ქალის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

6 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი

გლდანში, 80 წლამდე ქალის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადგილობრივები აცხადებენ, მკვლელობის მოტივი სავარაუდოდ, ყაჩაღობაა. მათივე თქმით, ქალს თავი გატეხილი და სახეზე დაზიანებები ჰქონდა.

მეზობლების თქმითვე, მოხუცი ქალი მარტო ცხოვრობდა, რამდენიმე ჯიხური გაქირავებული ჰქონდა და თავადაც, სახლიდან სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელს ჰყიდდა.

როგორც ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი ჰყვება, ისინი ქირის მისაცემად აღნიშნულ ადამიანს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, თუმცა, რკინის კარზე ბოქლომი დადებული დახვდათ წარწერით, რომ ის ერთი კვირა არ უნდა მოეძებნათ.

„ვეძებდით, რადგან ქირა მქონდა მისაცემი, მაგრამ კარებს ბოქლომი ედო, რაც არ გაგვკვირვებია, რადგან შვილი ჰყავდა ცუდად, საავადმყოფოში იწვა და გვეგონა, იქ წავიდა. კარებზე ქართულად იყო მიწერილი, 1 კვირა არ ვიქნებიო, არადა ეს ქალი რუსულენოვანია. ალბათ, მკვლელმა ამ წარწერით დროში მოიგო და გაქცევა კარგად მოასწრო, თან კარს ბოქლომიც დაადო და ჩაკეტა. შვილებიც ეძებდნენ, ერთი შვილი მოვიდა, დედას ვურეკავ და არ მპასუხობსო. შვილი რომ ურეკავდა, ტელეფონის ზარის ხმა შიგნიდან ისმოდა, მერე 112-ში დარეკა და ეს საშინელი სურათი დახვდა.

საწოლები არეული იყო, ალბათ, ფულს ეძებდნენ, სახეში ნარტყამი და თავი გატეხილი ჰქონდა, ალბათ, რაღაც ჩაარტყეს, სისხლში ცურავდა. ეს ქალი სულ მაფრთხილებდა, კარი ბოქლომით დაკეტეო, სულ ფრთხილობდა, სახლში არავის უშვებდა, პატარა ფანჯარა ჰქონდა და იქიდან გამოგხედავდა, თუ გიცნობდა, შეგიშვებდა. ეჭვიც არ მეპარება, რომ მკვლელი ნაცნობია. ეს ქალი არ იყო ის ადამიანი, სახლში უცხო შეეშვა.

ამბობენ, ოქროც წაიღესო, მეტი რა ჰქონდა სახლში, არ ვიცი“, - აცხადებს ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. 

პოსტი ნახა: 83


გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!