გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი, წინა დღეებთან შედარებით, მცირედით გაიზარდა.
ბოლო ვაჭრობის შედეგად, WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებლად ბოლო ვაჭრობის შედეგად 61.02 დოლარი განისაზღვრა, რაც 1.85%-იან ზრდაზე მიანიშნებს.
რაც შეეხება Brent-ის ტიპის ნავთობის ფასს, ამ შემთხვევაში ზრდამ 1.7% შეადგინა და ბარელზე 63.91 დოლარს გაუტოლდა.
შეგახსენებთ, მარტსა და აპრილის დასაწყისში გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდება. ამის პარალელურად მარტის ბოლოს საქართველოში ფასების ცვლილება აისახა ბაზარზე და საწვავი 5-10 თეთრის ფარგლებში გაიაფდა.
აღნიშნულის შემდეგ კონკურენციის სააგენტომ განაცხადა, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილურობის და საერთაშორისო ბაზრებზე ნედლი ნავთობის/პლატსის ფასის შემცირების ტრენდის შენარჩუნების პირობებში, საცალო ფასები საქართველოში მაისშიც უნდა შემცირდეს. გარდა ამისა, ფასების შემცირებას ელოდება ნავთობიმპორტიორთა კავშირიც, თუმცა, ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასები ბოლო გასული კვირის განმავლობაში ჯერჯერობით არ შეცვლილა.