გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

18-12-2024 16:41
კატეგორიები: რეგიონი

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზის კმ41-კმ106 მონაკვეთზე შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

პოსტი ნახა: 1324


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე