ირაკლი კობახიძე - სიმბოლური დატვირთვა აქვს დიპლომატიური პასპორტების შესახებ გადაწყვეტილებას, თუმცა ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური და არის ანტიქართული - იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ასეთი გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული

ირაკლი კობახიძე - სიმბოლური დატვირთვა აქვს დიპლომატიური პასპორტების შესახებ გადაწყვეტილებას, თუმცა ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური და არის ანტიქართული - იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ასეთი გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

უცხოური მედიის წარმომადგენლების მხრიდანაც განიმარტა, რომ არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ ნაბიჯს, თუმცა ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯი, ეს არის ღიად ანტიქართული გადაწყვეტილება, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას ევროკავშირის მხრიდან დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წლიდან ასეთი ანტიქართული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული ევროპული ინსტიტუტების მხრიდან.

„უცხოური მედიის წარმომადგენლების მხრიდანაც განიმარტა, რომ არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ ნაბიჯს, თუმცა ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯი, ეს არის ღიად ანტიქართული გადაწყვეტილება, რაც არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ასეთი ანტიქართული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული ევროპული ინსტიტუტების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოსტი ნახა: 46


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!