ქუთაისის მერია - ინტენსიურად მოსულმა ნალექმა რამდენიმე ლოკაციაზე, თანმდევი პროცესები გამოიწვია - გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მიწა ჩამოიშალა, დაიტბორა საავტომობილო გზები და სასტუმრო „მაგნოლია“

ქუთაისის მერია - ინტენსიურად მოსულმა ნალექმა რამდენიმე ლოკაციაზე, თანმდევი პროცესები გამოიწვია - გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მიწა ჩამოიშალა, დაიტბორა საავტომობილო გზები და სასტუმრო „მაგნოლია“

18-12-2024 16:07
კატეგორიები: რეგიონი

18 დეკემბერს, ინტენსიურად მოსულმა ნალექმა ქუთაისის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე ლოკაციაზე, თანმდევი პროცესები გამოიწვია. ძლიერი წვიმის გამო გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მიწა ჩამოიშალა, დაიტბორა საავტომობილო გზები და სასტუმრო „მაგნოლია“.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, დაზიანებულ უბნებზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და „სპეციალური სერვისების“ წარმომადგენლები მუშაობენ.

„სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია გაეცნენ.

შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებული, რათა მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში, დახმარება აღმოუჩინონ”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 1223


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე