გორის მუნიციპალიტეტისგან 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტები 500 ლარით დაჯილდოვდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 2024 წლის ეროვნულ გამოცდებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 26 ახალგაზრდამ მოიპოვა.
„ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, სტუდენტები და მშობლები ესწრებოდნენ.
პროექტი, რომელიც ახალგაზრდების წახალისებას ისახავს მიზნად, გორის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების წახალისებისა და დაჯილდოების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.