პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული პირი შეიწყალა

პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული პირი შეიწყალა

05-12-2024 16:22
კატეგორიები: საზოგადოება

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, მათგან 3 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 3 პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

პოსტი ნახა: 567


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!