გორში, კრივში საერთაშორისო ტურნირი იმართება

გორში, კრივში საერთაშორისო ტურნირი იმართება

გორში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში იმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩემპიონატი 4 სექტემბერს, 17:00 საათზე, გორის სპორტის სასახლეში გაიხსნება.

„ქართველ სპორტსმენებთან ერთად შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებენ ესტონელი, ლატვიელი, მოლდოველი, უკრაინელი, ყაზახი, სომეხი, აზერბაიჯანელი და თურქი მოკრივეები.

მერვედფინალური, მეოთხედფინალური და ნახევარფინალური შეხვედრები 4 – დან 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. ფინალური ორთაბრძოლები 9 სექტემბერს გაიმართება. 5 - დან 9 სექტემბრის ჩათვლით შეხვედრები 14:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ტურნირი 13 წონით კატეგორიაში იმართება. გამარჯვებულებს თასები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო და გორის ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზირებული სპორტული სკოლა.

პროფესიონალი მოკრივე გიორგი კანდელაკი 1997 წელს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.1997 წლამდე, სპორტსმენმა მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კრივში იუნიორებს შორის, გახდა ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო თასის პრიზიორი, N2 მოკრივე 91 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო მოკრივეთა შორის, იყო მსოფლიო ჩემპიონი სუპერ-მძიმე წონაში, მსოფლიო ჩემპიონატის და ოლიმპიური თამაშების მონაწილე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 753


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!