გორში მოკლულ მამა-შვილს დღეს დაკრძალავენ

გორში მოკლულ მამა-შვილს დღეს დაკრძალავენ

03-05-2025 13:52
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 3427

  გორში მოკლულ მამა-შვილს, დათო და გიორგი ცაციაშვილებს, დღეს კვერნაკის სასაფლაოს მიმდებარედ, ,,სამების’’ ტაძრის ეზოში დაკრძალავენ.

 შეგახსენებთ, რომ  28 აპრილს, წმინდაწყლის დასახლებაში, მამა-შვილს ესროლეს. 32 წლის გიორგი ცაციაშვილი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მამა - დავით ცაციაშვილი კლინიკაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  მომხდარ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი - სერგო ახალკაცი



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე