რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში დრონებით თავდასხმის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში დრონებით თავდასხმის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

14 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო

რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში დრონებით თავდასხმის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ნოვოროსიისკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. კიევის რეჟიმის მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა“, - დაწერა ქალაქის მერმა, ანდრეი კრავჩენკომ ტელეგრამის არხზე.

ნოვოროსიისკის მერის ცნობით, თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

ამასთან, კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის ინფორმაციით, ნოვოროსიისკის პორტში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

 

წყარო

პოსტი ნახა: 49


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე