გორში, მომსახურების სააგენტოს წინ ქალს მანქანა დაეჯახა

გორში, მომსახურების სააგენტოს წინ ქალს მანქანა დაეჯახა

04-07-2025 17:02
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 1264

ქვეითთა გადასასვლელზე ქალს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა გორში, ვერხვების უბანში, მომსახურების სააგენტოს შენობის წინ მოხდა.

დაზარალებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. დაშავებულს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდა.

წყარო: qartli.ge



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე