გორში პეინტბოლის ჩემპიონატი გაიმართა

გორში პეინტბოლის ჩემპიონატი გაიმართა

პოსტი ნახა: 330

გორში პეინტბოლის ჩემპიონატი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემპიონატში 10 გუნდი იღებდა მონაწილეობას.

„გუნდები, რომლებიც კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ,15 წლიდან 29 წლამდე გორელი ახალგაზრდებით იყო დაკომპლექტებული.

ღონისძიების მიზანი პეინტბოლის, ექსტრემალური სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

შეჯიბრება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს პეინტბოლის ეროვნული ფედერაციის თანამშრომლობით ჩატარდა.

ინიციატივა "გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამიდან" დაფინანსდება“ , - ნათქვამია განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე