„გრამის ფასი 15 დოლარს აღწევს, თუმცა, საქართველოში შაფრანაზე არანაირი მოთხოვნა არ არის“ - ფერმერი

„გრამის ფასი 15 დოლარს აღწევს, თუმცა, საქართველოში შაფრანაზე არანაირი მოთხოვნა არ არის“ - ფერმერი

3 საათის წინ
კატეგორიები: ეკონომიკა
პოსტი ნახა: 120

„საქართველოში შაფრანზე არანაირი მოთხოვნა არ არის“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ შაფრანის მწარმოებელმა, ფერმერმა რუსუდან ხარაბაძემ განუცხადა.

ხარაბაძე ორგანულ შაფრანის საგარეჯოს პლანტაციაში 2018 წლიდან აწარმოებს. მას კულტურა დაახლოებით ნახევარ ჰექტარზე აქვს გაშენებული და მიმდინარე წელს მიზნად ისახავს შაფრანის გადარგვასა და გაფართოებას.

როგორც ფერმერი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, წელს დაახლოებით 1.2 კგ. შაფრანის მოსავალს ელოდება, თუმცა პრობლემურია გაყიდვების საკითხი, რადგან, მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა არ არსებობს.

„წელს ველოდები 1.2 კგ მოსავალს. ადგილობრივ ბაზარზე არანაირი მოთხოვნა არ არის შაფრანზე. შვეიცარიიდან მყავს დაინტერესებული პირი, რომელთანაც უნდა გავაგზავნო სატესტო მასალა და ვნახოთ შემდეგ რა იქნება. რამდენჯერმე ვცადე, რომ მიმეტანა საკითხი სამთავრობო უწყებებთან, მაგრამ უშედეგოდ. სოფლის მეურნეობის სამინისტროდან დარეკეს, თუმცა შემდეგ აღარ დაინტერესდნენ. არ აქვთ ინტერესი, რომ კიდევ ერთი კულტურა იწარმოოს საქართველოში. ამ დროს საქართველოში შაფრანი მოდის ძალიან მაღალი ხარისხის და შეუძლია საკმაოდ კარგი ეკონომიკური შემოსავალი მოგვიტანოს. სამწუხაროდ, საქართველოში ვიცნობთ მარტო კიტრსა და პომიდორს“, - აღნიშნავს ხარაბაძე.

ამ ნაწილში საუბრისას ფერმერმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კახეთის რეგიონი ზაფრანას წარმოებისთვის შესაფერისი ადგილია და სახელმწიფოს ხელშეწყობით, შესაძლებელია ადგილზე ამ კულტურის განვითარება და შემოსავლების აკუმულირება.

რაც შეეხება ფასებს, მისი თქმით, 1 გრამი შაფრანის ფასი 8 დოლარიდან იწყება და 15 დოლარსაც კი აღწევს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე