World Population Review-ის მონაცემების თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა 8 005 176 000-ს შეადგენდა. ამავე მონაცემების მიხედვით, გლობალურად ყველაზე მეტი ადამიანი ინდოეთში ცხოვრობს. კერძოდ, ინდოეთის მოსახლეობა 1 463 870 000-ს შეადგენს.
სტატისტიკიდან ირკვევა, რომ მსოფლიო მოსახლეობის 47% ხუთ ქვეყანაში - ინდოეთში, ჩინეთში, აშშ-ში, ინდონეზიასა და პაკისტანში ცხოვრობს. უფრო დეტალურად აღნიშნული 5 ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა და მათი პროცენტული წილი მსოფლიოს მთლიან მოსახლეობაში ასე გამოყურება:
- ინდოეთი - 1 463 870 000 (18.29%);
- ჩინეთი - 1 416 100 000 (17.69);
- ამერიკის შეერთებული შტატები - 347 276 000 (4.34);
- ინდონეზია - 285 721 000 (3.57);
- პაკისტანი - 255 220 000 (3.19).
გარდა აღნიშნული ქვეყნებისა, მსოფლიოში 11 ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა ასი ათასს აღემატება. ამ ქვეყნებს შორის არის ნიგერია, ბრაზილია, ბანგლადეში, რუსეთი, ეთიოპია და ა.შ. კერძოდ, მათი მოსახლეობის რაოდენობა ასეთია:
- ნიგერია - 237 528 000;
- ბრაზილია - 212 812 000;
- ბანგლადეში - 175 687 000;
- რუსეთი - 143 997 000;
- ეთიოპია - 135 472 000;
- მექსიკა - 131 947 000;
- იაპონია - 123 103 000;
- ეგვიპტე - 118 366 000;
- ფილიპინები - 116 787 000;
- კონგო - 112 832 000;
- ვიეტნამი - 101 599 000.