ექსპერტების შეფასებით, ყველა სამეცნიერო აღმოჩენის 30-დან 50 პროცენტამდე, შემთხვევითია.
პროცესიდან მოულოდნელი სარგებლიანობის ამოცნობის უნარი ერთ-ერთი მთავარი თვისებაა, რაც გამომგონებლებს სხვებისგან განასხვავებს. ზოგიერთმა შემთხვევითმა აღმოჩენამ იმდენად შეცვალა კაცობრიობის ცხოვრების წესი, რომ დღეს მათ გარეშე არსებობა წარმოუდგენელია.
წარმოგიდგენთ 10 შემთხვევით აღმოჩენას, რამაც მსოფლიო შეცვალა.
ასანთის თავი
ბევრს აინტერესებს, როგორი იყო ცხოვრება ელექტროენერგიის ან ინტერნეტის გამოგონებამდე, მაგრამ წარმოიდგინეთ ცხოვრება ასანთის არსებობამდე.
ცეცხლის დანთების გაიოლებისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ ბრიტანელ ფარმაცევტს და მის ჭუჭყიან სარევ ჯოხს. 1826 წელს, ჯონ უოკერმა, ქიმიკატების ნარევის მორევისას, ჯოხის ბოლოზე გამხმარი გროვა შენიშნა. როდესაც მან მისი გაფხეკა სცადა, ნაპერწკლები გამოჩნდა.
უოკერმა აღმოჩენით ისარგებლა და პირველი ასანთი გამოსცა, რომელსაც „ხახუნის ნათურები“ უწოდა.
პირველი ასანთები მუყაოსგან მზადდებოდა, მაგრამ მალევე ისინი ხელით დაჭრილი სამი დიუმიანი ხის ფირფიტებით შეიცვალა. ასანთები ყუთში იყიდებოდა, რომელსაც დასაჭერად სახეხი ქაღალდის ნაჭერი მოჰყვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ურჩიეს თავისი გამოგონების დაპატენტება, მან უარი თქვა ამაზე, რადგან სჯეროდა, რომ პროდუქტი კაცობრიობას სარგებელს მოუტანდა.
პენიცილინი
პენიცილინი იყო პირველი ანტიბიოტიკი, რომელიც 1929 წელს ახალგაზრდა ბაქტერიოლოგმა სერ ალექსანდრ ფლემინგმა აღმოაჩინა. ის თავის ლაბორატორიას ალაგებდა, როდესაც დაბრუნებისას აღმოაჩინა, რომ სტაფილოკოკური ბაქტერიების შემცველი ჯამი ღია იყო.
ფლემინგმა შენიშნა, ჯამზე არსებულმა ობმა ბაქტერიების უმეტესობა გაანადგურა. მან ობს პენიცილიუმ ნოტატუმი უწოდა და შემდგომ კვლევებში დაადგინა, რომ პენიცილინს სხვა ბაქტერიების მოკვლაც შეეძლო.
ათი წლის შემდეგ, ჰოვარდ ფლორიმ და ერნსტ ჩეინმა ფლემინგის საქმიანობა განაგრძეს და ობის შემადგენლობაში არსებული ბაქტერიების გამანადგურებელი ნივთიერება: პენიცილინი გამოყვეს.
სამივე მათგანმა 1945 წელს მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიიღო.
მიკროტალღური ღუმელი
1946 წელს, ცივ ომამდე ცოტა ხნით ადრე, ამერიკელ მეცნიერ პერსი სპენსერს სამხედროებმა დაავალეს შეემუშავებინა მაგნეტრონული ტექნოლოგია რადარის სიმძლავრის გაზრდის მიზნით. ეს მოწყობილობა ნატოს სჭირდებოდა ჰაერში საბჭოთა საფრთხეების გამოსავლენად. მაგრამ ექსპერიმენტის შუა გზაზე ის მიხვდა, რომ მაგნიტრონი ასხივებდა სითბოს გამომმუშავებელ მიკროტალღებს, რომელიც მის ჯიბეში შოკოლადის ფილას ადნობდა.
ერთი წლის და კიდევ რამდენიმე ექსპერიმენტის შემდეგ (კვერცხებითა და პოპკორნით), სპენსერმა გამოუშვა RadaRange - კომერციული მიკროტალღური ღუმელი, რომელიც იყენებდა მაგნეტრონის ელექტრომაგნიტურ ტექნოლოგიას.
მაგრამ კიდევ 20 წელი გახდა საჭირო, სანამ ტექნოლოგია პოპულარული გახდებოდა.
პლასტმასი
მიუხედავად იმისა, რომ პლასტმასი ადრე ორგანულ მასალაზე იყო დაფუძნებული, პირველი სრულად სინთეტიკური პლასტმასი 1907 წელს გამოიგონეს, როდესაც ლეო ჰენდრიკ ბეკელენდმა შემთხვევით შექმნა ბაკელიტი.
ბეკელენდმა ფორმალდეჰიდი ქვანახშირის ნარჩენ პროდუქტს, ფენოლს, შეურია და ნარევი გააცხელა, შედეგად მან უნებლიეთ შექმნა პოლიმერი, რომელიც უნიკალური იყო - არ დნებოდა სითბოს ქვეშ.
დღეს თერმომყარი პლასტმასი გამოიყენება ყველაფერში, ტელეფონებიდან დაწყებული სამკაულებითა და საათებით დამთავრებული.
კარტოფილის ჩიფსები
კარტოფილის ჩიპსებში ამერიკელები ყოველწლიურად 7 მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავენ.
ჩიფსების ისტორია შემთხვევით დაიწყო, თუმცა მისმა გარდაუვალმა წარმატებამ გამომგონებელი გააკვირვა. როგორც ისტორია მოგვითხრობს, 1853 წელს სარატოგა-სპრინგსის რესტორნის მზარეული ჯორჯ „სპეკ“ კრამი გააღიზიანა მდიდარი მომხმარებლის საჩივრებმა, რომელიც მას სქლად დაჭრილ კარტოფილ ფრის უკან უბრუნებდნენ.
ერთ-ერთი ასეთი დაბრუნების შემდეგ, გაღიზიანებულმა კრამმა კარტოფილი რაც შეიძლება თხლად დაჭრა, შეწვა ხრაშუნად გახდომამდე და მეტი მარილი მოაყარა. მისდა გასაკვირად მომხმარებელს ის ძალიან მოეწონა და შეკვეთები გაიზარდა.
რენტგენი
1895 წელს, გერმანელი ფიზიკოსი ვილჰელმ კონრად როენტგენი კათოდური სხივების მილს - ელექტრონების ფოსფორესცენტურ ნაკადს ამუშავებდა, როდესაც შენიშნა, რომ ბარიუმის პლატინოციანიდით დაფარული ქაღალდის ფურცელი ოთახში ნათებას იწყებდა.
მან იცოდა, რომ მის მიერ დანახული ციმციმი კათოდური სხივებისგან არ იყო გამოწვეული. რადგან არ იცოდა, თუ რა იყო ეს სხივები, მათ “რენტგენის სხივები“ უწოდა, რაც ნიშნავდა, რომ მათი ბუნება უცნობი იყო.
შემდგომი კვლევისას ფიზიკოსმა აღმოაჩინა მრავალი მასალა, რომლებიც გამჭვირვალე იყო გამოსხივების მიმართ და შეეძლოთ ფოტოგრაფიულ ფირფიტებზე ზემოქმედება. შემდეგ ცოლის ხელის რენტგენი გადიღო.
გამოსახულებამ დიდი ინტერესი გამოიწვი მედიცინისა და მეცნიერების ისტორიაში. 1901 წელს მას მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკის დარგში.