კვარამ თავის გუნდთან ერთად კიდევ ერთი საჩემპიონო ტიტული მოიპოვა – „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასის მფლობელია

კვარამ თავის გუნდთან ერთად კიდევ ერთი საჩემპიონო ტიტული მოიპოვა – „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასის მფლობელია

3 საათის წინ
კატეგორიები: სპორტი
პოსტი ნახა: 95

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის თასის ფინალში Stade de France-ზე  „რეიმსი“ დაამარცხა ანგარიშით 3:0 და საფრანგეთის ჩემპიონობის შემდეგ 2024-2025 წწ. სეზონში კიდევ ტიტული მოიპოვა. PSG-მა თავის ისტორიაში საფრანგეთის თასი მე-16-ედ მოიგო, ზედიზედ კი – მეორედ.

ხვიჩა კვარაცხელიას ამ მატჩში არ უთამაშია – იგი თავიდან სასტარტო შემადგენლობაში იყო და გუნდთან ერთად წინასამატჩო მოთელვაშიც მონაწილეობდა, მაგრამ თამაშის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე თავის ტკივილი იგრძნო. კლუბის ხელმძღვანელობამ თავი დაიზღვია ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ და კვარაცხელიას ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ბრედლი ბარკოლა დააყენა, რომელმაც დუბლით (მე-16 და მე-19 წუთებზე) გამოიჩინა თავი.

შეხვედრა თავიდანვე პარიზელთა უპირატესობით წარიმართა, პსჟ-მა პირველი ტაიმი 3:0 დაამთავრა – ბარკოლას დუბლის გარდა ერთი გოლი ჰაკიმმა გაიტანა. ეს ანგარიში მატჩის ბოლომდე აღარ შეცვლილა.

გიორგი მიქაუტაძის მოლოდინი გამართლდა და „პარის სენ-ჟერმენი“ ამ მოგებით „ლიონსაც“ დაეხმარა – მიქაუტაძის გუნდი მომავალ სეზონში კონფერენსლიგის ნაცვლად უფრო პრესტიჟულ ევროპალიგაზე ითამაშებს.

„პარი სენ-ჟერმენს“ რამდენიმე დღეში, 31 მაისს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის – უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენის „ალიანც არენაზე“, რომელშიც კვარაცხელიას გუნდი მილანის „ინტერს“ შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ იტალიის საჩემპიონო მარათონში „ნაპოლისთან“ დამარცხდა – ბოლო ტურამდე ორივეს ჰქონდა „სკუდეტოს“ მოგების შანსი, თუმცა „ნაპოლიმ“ ბოლო, 38-ე ტურის შეხვედრაში გამარჯვებით სატურნირო ცხრილში „ინტერთან“  ერთქულიანი უპირატესობა (82 ქულა) შეინარჩუნა და მეოთხედ მოიპოვა იტალიის ჩემპიონის ტიტული. ამ წარმატებაში კვარაცხელიასაც მიუძღვის წვლილი – სეზონის პირველ ნახევარში ხვიჩამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ შედეგით კვარაცხელია გუნდის ბომბარდირთა შორის მეხუთე ადგილზე გავიდა ლუკაკუსმაკტომინეისრასპადორისა და ანგისას შემდეგ, თუმცა მას იტალიის ორგზის ჩემპიონის ტიტული არ ექნება, რადგან Serie A-ს რეგლამენტის თანახმად, ჩემპიონის ოქროს მედლები მხოლოდ იმ ფეხბურთელებს გადაეცემათ, რომლებიც „სკუდეტოს“ მოგების დროს გუნდის განაცხადში იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის ჩემპიონი თავის სადებიუტო – 2022-2023 წლების სეზონში გახდა.

 

წყარო



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე