გრანტებთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ შედის - ევროკავშირის პროგრამების - „ჰორიზონტი ევროპა“ და „ერასმუს +“ ფარგლებში გაცემულ გრანტებს მთავრობის მხრიდან თანხმობა აღარ დასჭირდება

გრანტებთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ შედის - ევროკავშირის პროგრამების - „ჰორიზონტი ევროპა“ და „ერასმუს +“ ფარგლებში გაცემულ გრანტებს მთავრობის მხრიდან თანხმობა აღარ დასჭირდება

27-05-2025 14:32
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 290

„ქართულ ოცნებას“ გრანტებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ შეაქვს.

პარლამენტს განსახილველად კანონის პროექტი წარედგინა, რომლის თანახმად, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, “ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა “ერასმუს+ (Erasmus+) ფარგლებში განხორციელებული გრანტები მთავრობის მხრიდან თანხმობის გაცემის ვალდებულებას აღარ დაექვემდებარება.

კანონპროექტის ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. ინიციატორთა მხრიდან მოთხოვნილია მისი დაჩქარებული წესით განხილვა.

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ“ “გრანტების შესახებ” კანონში შეიტანა ცვლილებები, რომლის მიხედვით, გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია.

უნებართვო გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგი ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე