ირაკლი კობახიძე - ჩემთვის საინტერესო არაა, რა კომენტარს აკეთებს რუსული მხარე - ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რა მნიშვნელობა აქვს, რა დროშაზეა საუბარი, როცა გამოდიხარ რამდენიმე ათასი ადამიანის წინაშე და ასეთ რაღაცას აკეთებ, არ შეესატყვისება ქართულ კულტურას

ირაკლი კობახიძე - ჩემთვის საინტერესო არაა, რა კომენტარს აკეთებს რუსული მხარე - ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რა მნიშვნელობა აქვს, რა დროშაზეა საუბარი, როცა გამოდიხარ რამდენიმე ათასი ადამიანის წინაშე და ასეთ რაღაცას აკეთებ, არ შეესატყვისება ქართულ კულტურას

27-05-2025 14:31
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 383

საინტერესო არ არის, რა კომენტარს აკეთებს რუსული მხარე. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რა მნიშვნელობა აქვს, რა დროშაზეა საუბარი, როდესაც გამოდიხარ რამდენიმე ათასი ადამიანის წინაშე და ასეთ რაღაცას აკეთებ, ნამდვილად არ შეესატყვისება ქართულ კულტურას, - ასე ეხმაურება პრემიერი ირაკლი კობახიძე კითხვას, რომელიც ეხებოდა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის მიერ გამოძიების დაწყების ბრძანებას ერეკლე გეწაძის მიერ Tbilisi Open Air-ზე რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთან დაკავშირებით.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, პირველ რიგში, ყველამ საკუთარ კულტურას უნდა მიხედოს.

„ჩემთვის საინტერესო არ არის, რა კომენტარს აკეთებს რუსული მხარე. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რა მნიშვნელობა აქვს, რა დროშაზეა საუბარი, როდესაც გამოდიხარ რამდენიმე ათასი ადამიანის წინაშე და ასეთ რაღაცას აკეთებ, ნამდვილად არ შეესატყვისება ქართულ კულტურას. ეს არის უკულტურობა. მე არ მაინტერესებს რუსული მხარის კომენტარები ამ თემაზე. არა მგონია ეს სერიოზული იყოს. პირველ რიგში, ყველამ საკუთარ კულტურას უნდა მიხედოს“,- აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშის "შეურაცხყოფის ფაქტზე" გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს. უფრო ადრე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუსიკალურ ფესტივალზე ქართველმა მუსიკოსმა ერეკლე გეწაძემ "რუსეთის დროშა შეურაცხყო".



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე