ამერიკელებისთვის გუგლის რუკაზე „მექსიკის ყურეს“ სახელი შეეცვალა და „ამერიკის ყურე“ ეწოდა

ამერიკელებისთვის გუგლის რუკაზე „მექსიკის ყურეს“ სახელი შეეცვალა და „ამერიკის ყურე“ ეწოდა

3 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო

გუგლის რუკაზე (Google Maps) „მექსიკის ყურე“ ამიერიდან „ამერიკის ყურედ“ იქნება სახელდებული. ამის შესახებ კომპანიამ თავის „იქს“ ანგარიშში („ახალი ამბები გუგლისგან“) განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე ბევრ შეკითხვას იღებს. ასეა თუ ისე, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, რომელიც მექსიკის მხარემ გაასაჩივრა, პარასკევს, 25 იანვარს ოფიციალურად შევიდა ძალაში.

„ჩვენი პრაქტიკა ითვალისწინებს სახელწოდებებში ცვლილებების შეტანას, როდესაც ოფიციალურ სამთავრობო წყაროებში მათი განახლება ხდება“, - განმარტავს გუგლი. ეს ნიშნავს, რომ მექსიკას, აშშ-სა და კუბას შორის მდებარე ყურე გუგლის რუკაზე სახელს იმ მომენტიდან იცვლის, როდესაც შესაბამის ცვლილებები გეოგრაფიული სახელების საინფორმაციო სისტემაში (GNIS) განხორციელდება.

გუგლი ასევე აცხადებს, რომ როდესაც ოფიციალური დასახელებები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია, გუგლის რუკის მომხმარებლები „ადგილობრივ ოფიციალურ სახელს ხედავენ“. ამრიგად, 25 იანვარს შეტანილი ცვლილება შესამჩნევი იქნება შეერთებულ შტატებში, მაგრამ ინტერნეტის მექსიკელი მომხმარებლები კვლავ „მექსიკის ყურეს“ დაინახავენ. „დანარჩენ სამყაროში ორივე სახელი გამოჩნდება. ეს ჩვენ, ბელგიელებსაც გვეხება“.

პარასკევს, აშშ-ს შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა ოფიციალურად გამოაცხადა ყურისთვის სახელის შეცვლა, რითაც აშშ-ს ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხელმოწერილი განკარგულება რეალობად იქცა. ტრამპის თქმით, ეს ცვლილება „ამერიკულ სიდიადეს“ წარმოაჩენს.

მაკ-კინლის მთა

სახელწოდება „მექსიკის ყურე“ XVI საუკუნიდან გამოიყენება. მექსიკის პრეზიდენტი, კლაუდია შეინბაუმმა უკვე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მექსიკა და დანარჩენი მსოფლიო მას მომავალშიც „მექსიკის ყურედ“ მოიხსენიებს.

აშშ-ს შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა ასევე ოფიციალურად გამოაცხადა შეერთებულ შტატებში ყველაზე მაღალი მთის სახელის შეცვლა. ამიერიდან მისი სახელი „მაკ-კინლის მთა“ იქნება. 2015 წელს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 6000 მეტრზე მაღალ მთას სახელი შეუცვალა და მას „დენალი“ დაარქვა. ამ სახელს საუკუნეების განმავლობაში იყენებდა ალასკის მკვიდრი მოსახლეობა, ალასკის შტატის მთავრობამ კი ეს გეოგრაფიული სახელი გასული საუკუნის 70-იან წლებში დაამკვიდრა. ამ შემთხვევაშიც, გუგლის რუკა მიჰყვება იგივე პრინციპს, როგორც მექსიკის ყურის შემთხვევაში - აშშ „მაკკინლის მთის“ სახელს უბრუნდება.

პოსტი ნახა: 53


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!