„ჰამასი“ აცხადებს, რომ ამერიკელ მძევალს გაათავისუფლებს

„ჰამასი“ აცხადებს, რომ ამერიკელ მძევალს გაათავისუფლებს

9 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 221

„ჰამასი“ აცხადებს, რომ ამერიკელ მძევალს გაათავისუფლებს. კერძოდ, როგორც „სიენენი“ წერს, „ჰამასის“ მოლაპარაკებების გუნდის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურ კონტაქტზე იყვნენ აშშ-ის ადმინისტრაციასთან და ამ კომუნიკაციების შემდეგ გაათავისუფლებენ ედან ალექსანდერსს.

მათივე განცხადებით, ეს იქნება ცეცხლის შეწყვეტისკენ მიმართული ნაბიჯების ნაწილი, რის შედეგადაც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება შევა.

ამასთან, „სიენენს“ წყარომ განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ორშაბათს, დილით ჩავა თელ ავივში, ედან ალექსანდერსის გათავისუფლების წინ. წყარომ ეს დაახასიათა როგორც „კეთილი ნების ჟესტი“, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხდება მაშინ, როცა ისრაელი ემზადება ღაზაში სამხედრო ოპერაციების გაფართოებისთვის.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე