ირანის პრეზიდენტი - ჩვენ არ გვაქვს ბირთვული იარაღი, თუმცა არ შევწყვეტთ ძალისხმევას მშვიდობიან ბირთვულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ირანის პრეზიდენტი - ჩვენ არ გვაქვს ბირთვული იარაღი, თუმცა არ შევწყვეტთ ძალისხმევას მშვიდობიან ბირთვულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

10 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 249

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მის ქვეყანას არ აქვს ბირთვული იარაღის ინტერესი. ამის შესახებ მასუდ ფეზეშქიანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.

„ფაქტობრივად, ირანის ისლამური რესპუბლიკა არ ესწრაფვის ბირთვულ იარაღს. ამერიკამ თქვა, რომ სურდათ, დარწმუნებულიყვნენ, რომ ჩვენ არ გვსურდა ბირთვული იარაღის შეძენა და მზად ვიყავით მთელი ძალით ამის დასამტკიცებლად, მაგრამ მათი მოთხოვნა, რომ ჩვენ უარი ვთქვათ ბირთვული კვლევის მშვიდობიან მიზნებზე და შემდეგ მათთან მოლაპარაკებების წარმოება, არის რაღაც, რაც აბსოლუტურად მიუღებელია“, – აღნიშნა ფეზეშქიანმა.

ირანის ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანას ბირთვული ტექნოლოგიები სჭირდება ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობაში, გარემოს დაცვაში, მრეწველობაში და ისინი არ აპირებენ ამ მიღწევაზე ასე ადვილად უარის თქმას.

„ზოგიერთი ფიქრობს, რომ ჩვენ სუსტ პოზიციაში ვიმყოფებით. ისინი რაღაცებს ამბობენ მედიასთან. ჩემი აზრით, ჩვენ ვართ სრულ ერთიანობაში, თანმიმდევრულობასა და სიძლიერეში ქვეყანაში არსებული კონსენსუსის, თანაგრძნობისა და მხარდაჭერის გამო. ირანი არ დაიხევს უკან. ჩვენ არ გავურბივართ დიალოგს“, – ამბობს ირანის პრეზიდენტი.

ფეზეშქიანის თქმით, ისინი არ შეწყვეტენ ძალისხმევას მშვიდობიან ბირთვულ საქმიანობასთან დაკავშირებით.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე