იანვარში საარსებო მინიმუმი გაიზარდა

იანვარში საარსებო მინიმუმი გაიზარდა

13-03-2023 03:45
კატეგორიები: ეკონომიკა

2022 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2.7 ლარით, გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 226.2 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2021 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 223.5 ლარი იყო.

2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2022 წლის იანვარში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 30.6 ლარით არის გაზრდილი. 2021-ის იანვარში საარსებო მინიმუმი 195.6 ლარს შეადგენდა.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, იანვარში დეკემბერთან შედარებით, 2.4 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 198 ლარის ნაცვლად 200.4 ლარი გახდა. რაც შეეხება 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს, 2021-ის იანვარში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 173.2 ლარს შეადგენდა.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.

პოსტი ნახა: 364


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!