საქართველოდან 18.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მანდარინის ექსპორტი განხორციელდა

საქართველოდან 18.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მანდარინის ექსპორტი განხორციელდა

13-03-2023 03:48
კატეგორიები: ეკონომიკა

დღეის მონაცემებით საქართველოდან 38.2 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 18.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (26 133 ტონა), სომხეთში (6 715 ტონა), უკრაინაში (3 851 ტონა), მოლდოვაში (545 ტონა), ყაზახეთში (301 ტონა), სლოვენიაში (234 ტონა), ბელორუსში (175 ტონა), ესტონეთში (124 ტონა), ყირგიზეთში (80 ტონა) და სხვა ქვეყნებში (89 ტონა)

პოსტი ნახა: 351


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!