იმერეთში ნარკორეალიზაციისთვის ერთი პირი დააკავეს

იმერეთში ნარკორეალიზაციისთვის ერთი პირი დააკავეს

4 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 127

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ფაქტზე ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 2002 წელს დაბადებული ტ.ტ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რითაც დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა. პოლიციამ ტ.ტ.-სგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველების მიერ ნივმთტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე ტერცია მუხლის პირველი ნაწილით და 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე