რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის შვიდ ოლქში 61 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის შვიდ ოლქში 61 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

4 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 211

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის შვიდ ოლქში 61 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„23:00 საათიდან 7:30 საათამდე პერიოდში, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 61 უკრაინული დრონი გაანადგურეს“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, დრონები ბრიანსკის, ბელგოროდის, კალუგის, ტულას, ორიოლის, კურსკისა და მოსკოვის ოლქებში ჩამოაგდეს.

ქალაქ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დედაქალაქის ოლქში თავდაცვის სისტემებმა ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

სობიანინის ცნობით, დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები მოქმედებდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე